დავით ანდრიაძე

რედაქტორისგან

, , , ,

წლიური ანგარიშების სიყვარული დღემდე მოგვდევს…

ვაფასებთ.

ვაჯამებთ.

ვცდილობთ, მივამატოთ – მოვაკლოთ…

მოკლედ, დიდი ჯაბახანაა ეს ანგარიშები და ფორმალობები…

მით უფრო, თეატრში…

კარგა ხანია თეატრი ისედაც გავიდა „ანგარიშების“ ზონიდან –

აღარაფერს გვაბარებს.

აღარაფერს გვიხსნის…

მხოლოდ ითვლის – რამდენი დადგა და რამდენი გაიმეორა გასულ სეზონში.

ამაზე კია ერთი დავიდარაბა…

მოკლედ, „ჰამბურგის ანგარიშის“ დრო არც ისე უმტკივნეულოა ქართული თეატრისთვის..

თუმცა, ეს „ჰამბურგის ანგარიში“ ზედმეტი მომივიდა, მგონი…

რა დათვალეს ქართველმა რეჟისორებმა წელს?

რამდენი სპექტაკლი?

და ბოლოს, როგორი სპექტაკლი?

ამას, ალბათ, დიდი სტატისტიკა არ სჭირდება…

არც – დიდი ანალიტიკა…

პანდემია და პანდემიის დემონი ისედაც ამართლებს ყველაფერს…

ისე, მაყურებელი არ აკლია თეატრს…

კორონატყვეობისგან გამოქცეული ხალხი შესეულია დარბაზებს…

რა მოსწონთ და რატომ, ესეც უცნაური ამბავია…

მთავარია თეატრალური ხდომილობა..

თანაც ხდომილობა არა მხოლოდ აკადემიური (თუმცა ეს საბჭოური ტიტული უკვე გაქრა აფიშებიდან) თეატრების ეტაბლირებულ სივრცეებში, არამედ – მარგინალურ ჯურღმულებში;

რა დასამალია და ეს ჯურღმულები უფრო ამართლებს ამ თეატრალური სანახაობების დაქვილთულ ზედაპირებს…

საერთოდ, ზედაპირიც საინტერესო თემაა.

აბა, გავიხსენოთ, როგორ დააკავშირა ერთმანეთს დელიოზმა ბაროკო და ნაოჭები და თავადაც ისე ჩაანაოჭა და ჩაკეც-მიაკეცა ტექსტუალური „პლისეები“,  ლამის დაიბნა.

ჩვენც გვაბნევს ჩვენი „თეატრი“ – ხან ასე – ხან – ისე;

გვაბნევს თავისი „პლისეებით“… ნაკეცებით… ფარდებით – ასე იშვიათად რომ იხსნება ბოლო დროს…

ან კი სადღაა ფარდა თეატრში? მოდური აღარაა…

არადა, როგორ მიზიდავდა ფარდა – განსაკუთრებით გილიოტინის ტიპის ფარდა…

რამდენს „წაძვრა“ თავი იმ „გილიოტინაზე…

ამიტომაც გააქრეს, ალბათ – არაა „ფარდა-გილიოტინა“ და არც „მოჭრილი თავები“ აღარაა დასათვლელი…

ასეა, დღეს თეატრში თავი აღარავის ეჭრება არც კარგი და არც ცუდი სპექტაკლების გამო..

მოკლედ, „მოჭრილი თავები“ იქეთ იყოს და დაველოდოთ ახალ წელს. ახალ დათვლებს. ახალ გათვლებს.

არადა, უკვე რამდენი 2-იანი დაგროვილა რიცხვში – 2022!..

ლამაზი 2-იანი!

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…