საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჟურნალი „თეატრი“ 1910 წელს დაარსდა სახელწოდებით –  „თეატრი და ცხოვრება“. მისი პირველი რედაქტორი და გამომცემელი იოსებ იმედაშვილი იყო.

1950-1990 წლებში ჟურნალი „თეატრალური მოამბის“ სახელწოდებით გამოდიოდა.

1991-2017 წლებში კვლავ ძველი სახელი – „თეატრი  და ცხოვრება“ დაიბრუნა. 

2018 წლიდან დღემდე კი „თეატრის“ სახელწოდებით გამოდის.

რედაქტორები – მიხეილ მრევლიშვილი; ნინო შვანგირაძე; შალვა აფხაიძე; ოთარ ეგაძე; ბესარიონ ჟღენტი; აკაკი ხორავა; დოდო ანთაძე; გიორგი ციციშვილი; ნოდარ  გურაბანიძე; ვასო გოძიაშვილი; ილია თავაძე;

მთავარი რედაქტორები – ერემია ქარელიშვილი; გურამ ბათიაშვილი; დავით ანდრიაძე (2018 წლიდან დღემდე).

ჟურნალი „თეატრი“, სამართალმემკვიდრე ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებისა“ – 2018 წლიდან გამოდის ახალი კონცეფციით; ახალი დიაპაზონით; ახალი რეპერტუარით; ახალი ავტორებითა და ახალი დიზაინით!

____________________________

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე:

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…

ავტორები:

ეკა თხილავა:

"ასე მოვდივართ ერთად უკვე ხუთი წელია მე და „თეატრი“...
ასე შემიყვარდა, ნინელივით საბედისწეროდ, მაინც და მაინც ეს ჟურნალი."

ეკა თხილავა:

“ასე მოვდივართ ერთად უკვე ხუთი წელია მე და „თეატრი“…
ასე შემიყვარდა, ნინელივით საბედისწეროდ, მაინც და მაინც ეს ჟურნალი.”

____________________________

ვალერი ოთხოზორია

ვალერი ოთხოზორია:

თეატრი კონტექსტს ვერ ცვლის, ის ტოვებს ყველას ისეთს და იქ, როგორიცაა და სადაცაა, მაგრამ ყველას აძლიერებს ცხოვრებისთვის, თავისი პირადი განსაცდელისთვის, რაც არ არის მცირე სამუშაო“

____________________________

დალი მუმლაძე

RIP დალი მუმლაძე:

ყვარყვარეს სამოღვაწეო ასპარეზი აქ პლანეტარული მასშტაბისა იყო და არა დიდი იმპერიის რომელიღაც მიყრუებული მაზრის წისქვილი თუ შარაგზა“

____________________________

ნოდარ გურაბანიძე

ნოდარ გურაბანიძე:

„რუსთაველი ამბობდა: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. იუდეველები გვმოძღვრავენ: „სიბრძნე არსთა გამრიგეს შიშით იწყებაო“. ძველი ბერძნების აზრით, „სიყვარული! აი, დასაწყისი სიბრძნისა“. მე ძველი ბერძნების სენტენციას ვანიჭებ უპირატესობას!“

____________________________

მაკა ვასაძე

მაკა ვასაძე:

სანამ ერთი ადამიანი მეორეს არ მისცემს უფლებას, იყოს განსხვავებული; სხვაგვარად დიქტატურა, ფაშიზმი დაუსრულებელი იქნება და დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე საუბარი ცარიელ სიტყვებად დარჩება…“

____________________________

ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი:

მაყურებელი მომხდარის გააზრებას სპექტაკლის დასრულების შემდეგ, თეატრის გარეთ იწყებს: უსამართლო სამყაროში დაუნდობელია საზოგადოებაც, რომელიც ბოლომდე სწირავს ყველაზე სუსტს საკუთარი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ამ „მსხვერპლთშეწირვას“ სხვა გაუთვალისწინებელი მსხვერპლიც მოჰყვება…

____________________________

გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძე:

ნიცშეს ჩამონათვალიდან ოიდიპოსის ქმედება სამართლებრივადაც კანონსაწინააღმდეგოა, ბუნების კანონებსაც არღვევს და – ზნეობრივსაც, მაგრამ სწორედ ასეთი კანონდარღვევებით და არა მათი „გამოსყიდვის“ შემდეგ, ეუფლება ოიდიპოსი ზეადამიანურ ძალებს“.

____________________________

მერაბ გეგია

მერაბ გეგია:

ვერვინ ტოვებს ისეთ ცოცხალ კვალს ხელოვნებაში, როგორსაც მსახიობი, რომელმაც შექმნა არქეტიპული მხატვრული სახეები. ეს ისეთი წარმონაქმნია, რომელიც ან უნდა გაიმეორო, ან კი დაუპირისპირდე მას, რამე თუ ყველა სხვა შემთხვევაში შესრულება არაეფექტური იქნება.

____________________________

ნიკოლოზ სანებლიძე

ნიკოლოზ სანებლიძე:

სინტაგმა – „ფრთებით დაიფარე“ – სერიოზულ დაკვირვებას მოითხოვს.”  

____________________________

საბა მეტრეველი:

„გალაკტიონს არ ჰქონია სხვა ფიქრი, სხვა სამყარო, გარდა იმ ერთისა; წერდა პიესებს (უმთავრესად, ლექსად), უნდოდა რომანიც შეეთხზა, ოცნებობდა საკუთარ ლირიკის თეატრზე, აინტერესებდა რეჟისურის ხელოვნება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ მსხვერპლად შეეწირა იმ „სასტიკი ბომონისათვის“, რომელსაც ემსახურა გზნებით, ვნებით, დიდი აღმაფრენით.

____________________________

რეზო კლდიაშვილი

რეზო კლდიაშვილი:

„ერთ საღამოს მე და ირინამ ჩაიზე დავპატიჟეთ ვერიკო და სესილია; რამდენი რამ გაიხსენეს. იმ დღეს გავიგე, რომ ბავშვობის მეგობრებს – ვერიკოსა და მალიკოს – პასპორტის აღებისას თითო-თითო წელი „მოუპარავთ“...

____________________________

როსტომ ჩხეიძე:

„ერთადერთი, რასაც მოებღაუჭება, საათის გაჩერებაა – იქნებ ასე გადმოიტანოს განდეგილის სენაკში დასადგურებული მარადისობა ყოფით სინამდვილეშიც, მაგრამ ამაოა ეს მცდელობა, რადგანაც გაჩერებული საათი მაინც უნდა აწიკწიკდეს და დროის ულმობელობაც თავს დაატეხოს პერსონაჟს, გამოუბერტყოს ილუზიები და ჩასვას საბედისწეროდქცეულ ავტომობილში მამასთან ერთად“

_____________________________

ჟურნალის ტექნიკური უზრუნველყოფა:

დიზაინერი: ბესო დანელია

ტექნიკურ ჯგუფს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@theatrejournal.ge.