შუაღამის ვარსკვლავი

შუაღამის ვარსკვლავი

, ,

1987 წელს – როცა გზასაყარზე იდგა ბევრი რამ – თბილისში, კოტე მახარაძის ინიციატივით, ერთი მსახიობის თეატრი – „ვერიკო“ დაარსდა… 2002 წლიდან თეატრის ხელმძღვანელობა სოფიკო ჭიაურელმა ითავა.

თეატრმა მძიმე და გაუსაძლის 90-ებს კი გაუძლო, მაგრამ 2009 წლიდან უსახსრობის გამო  შეწყვიტა ფუნქციონირება.

16 წლის მერე ისევ გზასაყარზე აღმოჩნდა თეატრი და 2025 წლის 14 ნოემბერს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, შედგა თეატრალიზებული წარმოდგენა – „ეს სამყარო ფანჯარაა“ საიათნოვას პოეზია; წარმოდგენა ერთი მსახიობის თეატრის – „ვერიკო“ განახლებას მიეძღვნა ახალ სივრცეში. რამდენიმე ადამიანის თანაშემოქმედებამ (რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე; მხატვარი – ნიკოლოზ შენგელაია; მუსიკა – დავით ევგენიძე; ანდრო ჭიაურელი, გიორგი გეგეჭკორი; მსახიობები – მარინა კახიანი, ზურაბ ყიფშიძე) საიათნოვას პოეზია სხვა თვალითა და ემოციით დაგვანახა. კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საიათნოვა თავად არის პოეზიის „შუაღამის ვარსკვლავი“.  მით უფრო, რომ მთელ ამ თვალისმომჭრელ სანახაობას ფონად გასდევდა თბილისური კულტურის გენიალური შემოქმედის – სერგო ფარაჯანოვის ფილმის – „ბროწეულის ყვავილი“ უკვდავი კადრები.

სავსე დარბაზში მაყურებელმა წარმოდგენა მონატრებული სიყვარულით მიიღო.  

თეატრი „ვერიკო“ კი უკვე ახალ სიცოცხლეს იწყებს ახალ მისამართზე ახალი ვარსკვლავებისა და თავგადასავლებისათვის.

Midnight Star

On 14 November 2025, at the Akaki Khorava House of Actors, with the support of the Ministry of Culture of Georgia, a theatrical performance titled “This World Is a Window”: The Poetry of Sayat-Nova was presented. The production celebrated the renewal and relocation of the one-actor theatre “Veriko.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…