მეხუთე დრო გამოსათხოვარი

მეხუთე დრო

, ,

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ხსოვნას

1-ელ მარტს ზამთრისგან გადაღლილ თბილისში ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა რეჟისორი;

მსახიობი;

მიხეილ თუმანიშვილის ერთგული მოწაფე (არადა, რა ცოტამ უერთგულა მოწაფეთაგან); თანამოაზრეც;

მიხეილ თუმანიშვილის თეატრისვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი;

არაერთი სპექტაკლის დამდგმელი („კარებს აჯახუნებენ“, „წამება დედოფლისა“, „განდეგილი“, „აღდგენითი სამუშაოები“…).

მამის გვერდით დაკრძალეს 6 მარტს სვეტიცხოველში.

პეტრე გრუზინსკის ლექსი აქვს ასეთი –

„უკანასკნელი მოჰიკანი ჩემი გვარისა

უკან დახევას ვერ გადავიტან,

ვეღარ დავიწყებ წარსულს თავიდან…“

ნუგზარ ბაგრატიონი რაღაცით ჩამოჰგავდა მამის ლექსებს და თავისი განსაკუთრებული ტვირთიც  ბოლომდე ატარა.

იცხოვრა ისე, როგორც პეტრე ბაგრატიონი წერდა –

„ჩემს წელიწადში ხუთი დროა –

გაზაფხული.

ზაფხული.

შემოდგომა.

ზამთარი

და…

დრო, რომელიც გამოვიგონე.“

ეს იყო ბაგრატიონთა დრო! მეხუთე დრო, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად დაასრულა.

IN MEMORIAN

The Fifth Time (In Memory of Nugzar Bagration-Gruzinsky)

The magazine commemorates the late director – Mikheil Tumanishvili’s student and former artistic director of the same theater – Nugzar Bagration-Gruzinsky.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…