ეკა თხილავა გზაგასაყარზე რეცენზია

გზასაყარი

, , ,

ქართული აქცენტით

დრამა საქციელის პოეზიაა!

საქციელისა და – ქცევის;

მოქმედების – თავისთავად!

ჩვენი ხასიათიც, არისტოტელეს რომ დავეყრდნოთ, ჩვენი ქცევის შედეგია.

საქციელის პოეზიასა და ქცევის შედეგზე დგას ადამიანი სწორედ.

მოაზროვნე ადამიანი.

ირმა რატიანიც ამ პოეზიაზე გვიყვება – „დრამის პოეტიკაზე“ ქართული აქცენტით“… და არაქართულითაც, სხვათა შორის – ევროპული აქცენტებიც იკვეთება ხან რიბი-რაბოდ და ხან – მკვეთრად.

ყველა წიგნიც, ჩვენს ხელში რომელსაც გამოუვლია, ჩვენი ქცევისა და საქციელის ნაწილია ერთგვარად და ამითაც არის ახლახან გამოსული „დრამის პოეტიკა“ ნიშანდობლივი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მნიშვნელობაზე.

დღეს, ევროპის გზა(გასაყარ)ზე შეფორხილებულებს იქაური დრამატურგიისა და დრამის თეორიის განვითარების ეტაპების შეხსენებით იმასაც მოგვაგონებენ, საიდან იწყება ნამდვილი ევროპა. რა არის ნამდვილი ევროპა. რაშია ყბადაღებული ევროპული ღირებულებები.

გვაგონებენ და გვახსენებენ, რომ გზების გაყრა მტკივნეულია; მით უფრო იმ ევროპისგან, სადაც, უპირველესად, კულტურა დავანებულა;

ნამდვილი კულტურა.

კულტურა, ადამიანურიცა და – (ზე)ადამიანურიც.

იქნებ, ამიტომაც მოიხმო ავტორმა „პოეტიკის“ 54-ე თავი და არისტოტელესეული შეგონება –

„საჭიროა, რათა შეუძლებელი დასაჯერებელი უმალ ვარჩიოთ შესაძლებელ დაუჯერებელს“.

ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა გარჩევა „შეუძლებელი დასაჯერებლისა“ და „შესაძლებელი დაუჯერებლობისა“.

ავტორი ევროპული და ქართული დრამატურგიის კომპარატივისტული ანალიტიკით გვიკვალავს გზას სწორედ „შესაძლებელ დაუჯერებლობამდე“, როგორც ნამდვილამდე. ჭეშმარიტებამდე.

ამ გზას გვიჩვენებს ქართულ მაგალითებზეც 1860-ანი წლებიდან 1960-ან წლებამდე.

არც ეს ციფრებია შემთხვევითი – მე-19 საუკუნის სამოციანელებიდან მე-20 საუკუნის სამოციანელებამდე უზარმაზარი კულტურა იპოვა, დაკარგა და ისევ იპოვა საქართველომ…

იპოვა ფარულ თუ ხილულ „მოსეთა“ და იმ მასწავლებელთა წყალობით, კვერთხით რომ ევროპულ გზას გვიჩვენებდნენ მუდამ.

ამ წიგნსაც ჰყავს თავისი „მოსე“ – ავტორის მასწავლებელი – დაუვიწყარი თენგიზ კიკაჩეიშვილი, რომელსაც იმ დროშიც ახსოვდა, საით იყო „აღთქმული მიწა“…

ამიტომაც მიუძღვნა მასწავლებელს ეს წიგნი ირმა რატიანმაც, ალბათ.

ამითაც „გზა“ შეგვახსენა.

ეს გზაა ამ წიგნის გზაც.

„თავის დავიწყების ქართული გზა“…

გზა, რომელიც მუდამ გადის შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის არჩევანზე…

საქციელის პოეზიაზე…

ეს საქციელი მოიტანა, ქართული აქცენტებით, ირმა რატიანმა ჩვენამდე.

მოიტანა და შეგვახსენა კიდევ ერთხელ, რომ გზასაყარი ყოველთვის სახიფათოა…

კულტურის გზასაყარი – მით უფრო!

Eka Tkhilava – Crossroads with a Georgian Accent

The journal responds to Professor Irma Ratiani’s new book The Poetics of Drama with a Georgian Accent and offers a kind of post-annotation. It notes that:

“Today, as we stumble at Europe’s crossroads, recalling the developmental stages of European dramaturgy and dramatic theory also reminds us where true Europe begins—what true Europe is, and what its much-vaunted values mean.

It reminds us that parting ways is painful—especially with that Europe whose truest essence has always been culture.”

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…