ქართული თეატრის დღე

ქართული თეატრის დღე

, ,

ამას წინ ფრანგი დრამატურგი, თეატრის რეჟისორი და მსახიობი – ოლივიე პი წერდა – თეატრი ის შიშველი ინტერიერია, რომელიც ქუჩაში დადისო.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ზოგან დასეირნობს თეატრი და ზოგან – დადის ან – დარბის.

ასეა თუ ისე, ჩვენთანაც „დადის“ და  კიდევ ერთ 14 იანვრამდეც – ქართული თეატრის დღემდეც „მოაღწია“; „მოაღწია“ და საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში მოკრძალებულად, მაგრამ მაინც გამოავლინა 2023-2024 ლის თეატრალური სეზონის ყოველწლიური კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები

პეტრე ოცხელის სახელობის პრემია ქართული თეატრის წინაშე დამსახურებისთვის საქართველოს სახალხო მხატვარს – მამია მალაზონიას მიენიჭა; 

თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის გრანპრი გადაეცა ქუთაისის თეატრის სპექტაკლს – „ჰელვერის ღამე“ (რეჟისორ გიორგი თავაძეს, მსახიობებს: ევა ხუტუნაშვილსა და რამაზ იოსელიანს, სცენოგრაფ ვერა ყიფიანს);

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის – გიორგი კაშიას (ზუგდიდის თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის – „სამანიშვილის დედინაცვალი“);

მამაკაცის საუკეთესო როლისთვის – რუსთავის თეატრის მსახიობს – ზვიად დოლიძეს (სპექტაკლ „მარშალში“ მარშლის როლის შესრულებისთვის);

ქალის საუკეთესო როლისთვის პრემია გადაეცა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობს – ნინო ბურდულს (სპექტაკლში – „ყოფილების სარეცელი“ ნანას როლის შესრულებისთვის);

მამაკაცის საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის – ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს – გიორგი გოგიშვილს (სპექტაკლში -„ბრმა ძაღლები“ სერაფიონის როლის შესრულებისთვის);

ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლის შესრულებისთვის – ბათუმის თეატრის მსახიობს – მაკა შალიკაშვილს (სპექტაკლში „1902 წელს ბათუმში“ ბოშა ქალის როლის შესრულებისთვის);

ახალგაზრდა მსახიობი ვაჟის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის – თეატრის მსახიობს – დაჩი ბაბუნაშვილს  (სპექტაკლში „ოთარაანთ ქვრივი“ გიორგის როლის შესრულებისთვის);

ახალგაზრდა ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის – ფოთის თეატრის მსახიობს – ანა ანდღულაძეს (სპექტაკლში – „ჯაყო“ მარგოს როლის შესრულებისთვის); 

საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის – ხატია დავითაშვილს (ზესტაფონის თეატრის სპექტაკლ „ჰამლეტის“ გაფორმებისთვის);

საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის – კომპოზიტორ დაჩი დოდაშვილს (გორის თეატრის სპექტაკლ „ოთარაანთ ქვრივის“ გაფორმებისთვის);

საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის – ირინე კუპრავას (ფოთის თეატრის სპექტაკლ „ჯაყოს“ გაფორმებისთვის);

საუკეთესო თეორიული ნაშრომისთვის – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს – ლაშა ჩხარტიშვილს (მონოგრაფიისთვის – „ერეკლე მეორეს ეპოქის თეატრი“).

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…