გუბაზ მეგრელიძის ინტერვიუ

გამადიდებელი მინა

, , ,

ინტერვიუ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან – ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიასთან

ბათუმი თეატრის ხელმძღვანელად თქვენი დანიშვნიდან უკვე ორი წელი გავიდა. რა დაგხვდათ და რა არის დღეს?

ბათუმში მწირი რეპერტუარი დამხვდა – 4 სპექტაკლი. კოლეგები მაფრთხილებდნენ,  არათეატრალური ქალაქია და ხალხი მხოლოდ პრემიერებზე დადისო. ამიტომ ჩასვლისთანავე, დასის შესწავლასთან ერთად, თეატრის სარეკლამო პოლიტიკით დავინტერესდი; მაყურებლის მოზიდვა უპირველესია. ქალაქში დავიწყეთ სარეკლამო დაფების განთავსება; შევიძინეთ დიდი მონიტორი სპექტაკლების კლიპების გასაშვებად; ამ გზით მსახიობთა ცნობადობაც გავზარდეთ. თეატრის წინ დაიდგა ელექტრო ტუმბოები, რომ რეკლამით რეპერტუარი უფრო სახიერი გაგვეხადა. შედეგიც დაიდო უკვე მეტ-ნაკლებად – ორი წელი მოვანდომეთ რეპერტუარის გამრავალფეროვნებას და მაყურებელიც არ დაგვკლებია. ამჟამად რეპერტუარში 16 სპექტაკლია. თეატრს აქვს მცირე სცენა მელაშვილის ქუჩაზე (სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს) და ექსპერიმენტული სცენა, რომელიც მაქსიმალურად დაიტვირთა და ამ ხნის განმავლობაში ყველა მსახიობი დაკავდა. დასში 45 მსახიობია. კონტაქტები დავამყარეთ და მემორანდუმები გავაფორმეთ რუსთაველისა და ხელოვნების უნივერსიტეტებთან, საზღვაო აკადემიასთან, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების მოსვლას.

ზოგადად, თეატრებში პრობლემურია ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი; ამ მხრივ ბათუმის  თეატრში როგორი მდგომარეობაა?

რა თქმა უნდა, ვიზრუნეთ მსახიობთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; უკვე სარეპეტიციოებშიც ვუხდით მათ დანამატებს, რამაც არტისტებში გარკვეული სტიმული გააჩინა. ჩემ მოსვლამდე სპექტაკლები ბათუმის თეატრში იმართებოდა თვეში ორ-სამჯერ. ამჟამად კი, ორშაბათის გარდა, ინტენსიურად ვთამაშობთ. მაყურებლის გეგმაც თითქმის ასი პროცენტითაა შესრულებული.

საზღვარგარეთის თეატრებთან თუ ცდილობთ კონტაქტების დამყარებას?

ჩემი მუშაობა ეტაპებად დავყავი. ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს. ჯერ შინ უნდა გვქონდეს ავტორიტეტი, მაყურებელი მოდიოდეს და მერე გარეთაც შეიძლება გახედვა. ცხადია, მომავალში დადგება დრო, რომ რეპერტუარში შევა საერთაშორისო თვალსაზრისითაც საინტერესო სპექტაკლები. ამჟამად კი ძირითადად მრავალფეროვანი ქართული რეპერტუარი გვაქვს; პირადად მე დავდგი მიხეილ ჯავახიშვილის ,,სოფელსა შინა“, ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“;  მალხაზ ასლამაზიშვილმა და პეტრე ჩარგეიშვილმა ორ-ორი სპექტაკლი განახორციელეს. რეჟისორმა ვახტანგ ჯუღელმა ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელზე“ იმუშავა. ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრის 146-ე სეზონიც. მ. ბულგაკოვის პიესა სტალინზე, რომელიც ერთხელ დაიდგა მოსკოვის სამხატვრო თეატრში და მაშინვე მოიხსნა, ირაკლი სამსონაძესთან ერთად გადავაკეთეთ. ვფიქრობ, სათქმელით, პრობლემებით, დადგმითა და სამსახიობო შესრულებით სპექტაკლი შედგა.

ყველა თეატრში ახალი თაობის პრობლემაა. ამ მხრივ როგორაა დასში საქმე?

ბათუმში ხელოვნების უნივერსიტეტიდან ვიწვევ ხშირად სტუდენტებს. ახლაც, მაგალითად, მცირე სცენაზე ვდგამ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ და მსახიობებთან ერთად სტუდენტებიც მყავს დაკავებული. მათ აქვთ შანსი, თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენონ და დასში ადგილი დაიმკვიდრონ.  ახალგაზრდობისთვის თეატრის კარი ღიაა. ისინიც იტყვიან სულ მალე თავიანთ სიტყვას. 

ამბობენ, რომ თეატრი ამრეკლავი სარკე კი არა, გამადიდებელი მინაა. ახალი თაობა, ჩვენთან ერთად, ამ გამადიდებელი მინის ფუნქციას ითავსებს ყოველ დღე სწორედ…

Gubaz Megrelidze – Magnifying Glass (Interview with the Artistic Director of the Batumi Drama Theater – Aleksandre (Nukri) Kantaria)

Theatre critic Gubaz Megrelidze spoke with the Artistic Director of the Batumi Drama Theater – Aleksandre (Nukri) Kantaria, who talks about the problems of the theater and the ways and prospects for their solution, repertoire and advertising policy, as well as the methods for attracting the audience.

სოციალური ქსელი

მთავარი რედაქტორი

დავით ანდრიაძე

„თეატრი Par Exellence ანთროპოლოგიური ხელოვნებაა; თუნდაც, ანთროპოცენტრისტული...
თეატრი მუდამ ადამიანის სუნთქვით სუნთქავდა; ეს სუნთქვა (თუ ამოსუნთქვა) მოაკლდა ჩვენს თეატრს…